წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა

წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დღევანდელ სხდომაზე, სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწე მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მამა გაბრიელის ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაწესდა.

მისი თქმით, სხდომაზე განიხილეს ასევე, ისეთი საკითხები, რომელიც საეკლესიო ყოფას შეეხება.

„გარდა ამისა, ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვხატოთ მადლიერება და კეთილგანწყობა პატრიარქის მიმართ და  მისი საიუბილეო თარიღები აღვნიშნოთ“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა.

ამასთან, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის თქმით, წმინდა სინოდის სხდომაზე აფხაზეთში დაღუპული მამა ანდრიას კანონიზაციის საკითხიც დაისვა.

არსებული ინფორმაციით, მისი წმინდანად შერაცხვის საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის.

წმინდა სინოდის სხდომა დღეს 12:00 საათზე დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: