რატომ შევიდა გენინსპექცია თავდაცვის სამინისტროში?

რატომ შევიდა გენინსპექცია თავდაცვის სამინისტროში?

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" გენერალური ინსპექციაა შესული. თავდაცვის მინისტრის მრჩეველის ვაკო ავალიანიას განცხადებით, გენერალური ინსპექცია თავდაცვის სამინისტროს მთელ დოკუმენტაციას სწავლობს.

"გენინსპექცია არა მხოლოდ "დელტას", არამედ მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს. ფინანსური დოკუმენტაციით დაინტერესებულია მთავარი პროკურატურა და იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება რაიმე საეჭვო, გენერალური ინსპექცია კანონის შესაბამისად მასალებს გადაუგზავნის მთავარ პროკურატურას", - განაცხადა ავალიანმა.

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა" 2005 წელს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "დელტაში" გაერთიანებულია რამდენიმე მსხვილი საწარმო, მათ შორის ,,თბილავიამშენი", რომელიც ქართულ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს. საწარმოში 15-მდე სახეობის იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა მზადდება.

,,დელტაში" დამზადებულია მუხლუხებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა ,,ლაზიკა". ასევე ჯავშანმანქანა ,,დიდგორი", ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და უპილოტო საჰაერო აპარატი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: