საქართველოში განათლებულ და ყველაფერში გარკვეულ ხალხს იჭერენ?!

საქართველოში განათლებულ და ყველაფერში გარკვეულ ხალხს იჭერენ?!

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც დროებითი მოთავსების იზოლატორში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა მოთავსებული, დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ და მას დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აფასებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, იჭერენ იმ ხალხს, ვინც განათლებულია და ყველაფერში გარკვეულია.

მათი განცხადებით, ისინი მარალჩინოსნების დაკავებებს მხარს არ უჭერენ და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

მოწოდებები აქციის მოსაწყობად გუშინდელი დაკავებების შემდეგ  სოციალურ ქსელში გამოჩნდა.

სამმართველოში გვარამიასთან ერთად, დაკავებული მაღალჩინოსნები არიან მოთავსებულნი.

იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია, ასევე გიორგი ნემსიწვერიძე და იზაბელა გუტიძე გუშინ საღამოს დააკავეს.

დაკავებულებს დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და დანაშაულებრივ ქმედებაში ედებათ ბრალი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: