ვლადიმერ პუტინი: მზად ვარ ივანიშვილთან ვითანამშრომლო

ვლადიმერ პუტინი: მზად ვარ ივანიშვილთან ვითანამშრომლო

ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემირ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.


ამ განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.


შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


"ჩვენ ივანიშვილთან შეხვედრისთვის არავითარი განცხადება არ გვაქვს. მე მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა მზად ვარ თანამშრომლობისთვის. ასეთი სახის შეხვედრა კარგად უნდა მომზადდეს", - აღნიშნა პუტინმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: