პუტინი ქართული ღვინის დაგემოვნებას ითხოვს!

პუტინი  ქართული ღვინის დაგემოვნებას ითხოვს!

ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციაზე  რუსეთის პრეზიდენტს  "მეცხრე არხის" ჟურნალისტმა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შესახებ დაუსვა კითხვა.


სანამ  ჟურნალისტი კითხვაზე გადავიდოდა, იხუმრა: - "ხარისხიანი ქართული ღვინო მაქვს, მაგრამ სასტუმროში დავტოვე. არ ვიცოდი, შემომიშვებდნენ თუ არა ღვინითო?!".


პუტინმა ჟურნალისტს ფრაზა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ ქართულ ღვინოს სიამოვნებით დააგემოვნებდა. "მეცხრე არხის" ჟურნალისტი პრეზიდენტს ქართული ღვინის მისი პრესსამსახურისთვის გადაცემას დაპირდა.

"გემრიელი ღვინო აქვთ საქართველოში, ვერაფერს იტყვი. საქართველოში ღვინის კეთების განსაკუთრებული კულტურაა და ის მნიშვნელოვნად განსხვავდება დასავლეთ ევროპის ღვინის კულტურისგან", - აღნიშნა პუტინმა.

რაც შეეხება ქართული პროდუქციის შეტანას რუსულ ბაზარზე, ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, უნდა გადაიხედოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ვალდებულებები და თუ რუსეთს ქართული პროდუქციის ბაზარზე დაბრუნება დაევალება, ის შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

 

"ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს ეკონომიკისთვის შეიძლება ეს უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა საქმე ამაში სულაც არ არის. საქართველომ ჩვენს მსო-ში გაწევრიანების წინააღმდეგ საკითხი მოხსნა. ამიტომ ჩვენ უნდა მივბაძოთ და ჩვენი ვალდებულებები შევასრულოთ", - დასძინა პუტინმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: