სალომე ზურაბიშვილი: „ნაციონალები“ აყვირდნენ და აწიკვინდნენ და გადავიდნენ პროვოკაციებზე

სალომე ზურაბიშვილი: „ნაციონალები“ აყვირდნენ და აწიკვინდნენ და გადავიდნენ პროვოკაციებზე

ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუკზე“ განცხადებას ავრცელებს.

„მოსმენები თუ არამოსმენები? აქ წყალგამყოფია ერთადერთი სასამართლოსგან სანქცირებულია თუ არა... ეს არის რის გამოც (არასანქცირებული) ნიქსონის იმპიჩმენტი მოხდა და ... სამაგიეროდ სანქცირებული მოსმენებით ებრძვის მთელი ცივილიზებული მსოფლიო კორუფციას და ტერორიზმს. ჩვენც მათ შორის... ამ საქმეში მიამიტობას ნუ გამოვიჩენთ და არც რაღაცა კეკლუცურ მიდგომას... აქაც, როგორც ყველაფერში, სასამართლო არის თავი და თავი... და ეს გამოძიებული საქმეები წარმოადგენს მართლაც პირველ ნაბიჯებს სერიოზულად ელიტარულ კორუფციის გამოსაკვლევად... ამიტომაც აყვირდნენ და აწიკვინდნენ და გადავიდნენ პროვოკაციებზე. პრეზიდენტის გამოყვანა იქ, სადაც მისი საწინაარმდეგო დემონსტრაცია იმართებოდა და მანქანით ნელ-ნელა გავლა???) და ახალ "რეჟიმში "გადასვლის გამოცხადება... სერიოზული ეტაპი დაიწყო .... და აუცილებელი!!!“, - წერს ზურაბიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: