ომბუდსმენი ხეთაგურს, ახალაიას და ოქრუაშვილს მოინახულებს

ომბუდსმენი ხეთაგურს, ახალაიას და ოქრუაშვილს მოინახულებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ალექსანდრე ხეთაგურს, ბაჩო ახალაიასა და ირაკლი ოქრუაშვილს დღეს  მოინახულებს.

ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პირებთან შესახვედრად არასამთავრობოებთან შეხვედრის  შემდეგ გაემგზავრება.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ნანუაშვილის განცხადებით, ის უკვე მოინახულა, თუმცა უახლოეს დღეებში მასთან შეხვედრას კიდევ აპირებს.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, პირველი შეხვედრისას გვარამიამ განუცხადა, რომ მასზე ზეწოლა არ ყოფილა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: