გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული,
ამავე გზის ჟინვალი-გუდაურის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 37კმ-56კმ მონაკვეთში  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: