ვინ იცავს სასამართლოს ღირსებას?

ვინ იცავს სასამართლოს ღირსებას?

საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე ია ბარამიძეზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა  განაცხადა.


დღეს კუბლაშვილი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან ერთად პირადად შეხვდა ია ბარამიძეს და მადლობა გადაუხადა სასამართლოს ღირსების დაცვისთვის.

"მას მხარდაჭერა აღვუთქვი, რათა გარანტირებული იყოს მისი ღირსება და უსაფრთხოება. დიდი მადლობა გადავუხადე სასამართლოს ღირსების დაცვისთვის", - განაცხადა კუბლაშვილმა.

კუბლაშვილის თქმით, მოსამართლის თანაშემწეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ მასალები  პირადად მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს მიაწოდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: