რა სურს ახალ ხელისუფლებას და რა სურს მიხეილ სააკაშვილს?

რა სურს ახალ ხელისუფლებას და რა სურს მიხეილ სააკაშვილს?

„ნაცმოძრაობა“გავლენის სფეროების შენარჩუნებას,  „ქართული ოცნება“ კი ამ სფეროების  თავის სასარგებლოდ გადანაწილებას ცდილობს! 


ამის შესახებ განაცხადა „ივერიონთან საუბრისას პოლიტოლოგმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, პრეზიდენტის წუხანდელი გამოსვლის მთავარი მიზანი სწორედ, გავლენის სფეროების შენარჩეუნებაზე აქცენტის გაკეთება იყოს.


„მიხეილ სააკაშვილს სურს, არჩევნებამდე არსებული სტატუს-კვო შეინარუნოს როგორც პარლამენტში, ისე სასამართლო ხელისუფლებაზე. სასამართლოში არის მიხეილ სააკაშვილის ხელჩასაჭიდი ვითარება, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოში ის  კადრები მუშაობენ, რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილნი პრეზიდენტის მიმართ. სასურველია, ამ კადრებისა და ბერკეტების გადანაწილება, საპარლამენტო და მთავრობის მიმართულებით. პოლიტიკურად ეს ასე ჩანს , მაგრამ ვერაფერს ვიტყვი მის იურიდიულ მხარეზე. საუბარია, სასამართლო ხელისუფლების ბერკეტების გაკონტროლების შესაძლებლობაზე.  მიხეილ სააკაშვილის ხელშია სასამართლო სისტემა და ამიტომ ახალ ხელისუფლებას სურს, გავლენის სფეროები გააძლიეროს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: