საქართველოში მეწყერისა და ზვავის საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს

საქართველოში მეწყერისა და ზვავის საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს

საქართველოს ტერიტორიაზე უამინდობის გამო მეწყერისა და ზვავის ჩამოწოლის საშიშროება ამ დროისთვის არ ფიქსირდება.

როგორც „ივერიონს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს სამმართველოში განუცხადეს, ამ ეტაპზე, გზებზე მსგავსი საფრთხე არ არსებობს და ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მათი ინფორმაციით, ზვავსაშიშროება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ფიქსირდებოდა, რის გამოც გუშინ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

ამ დროისთვის, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, აღნიშნული საფრთხე აღარ არსებობს.

ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე გზის ჟინვალი–გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა   თავისუფალია.

გზის  დანარჩენ  მონაკვეთებში, მათ შორის  ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 37-56 კმ-ის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტი  თავისუფლად გადაადგილდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: