დიმიტრი გვინდაძე: ადვოკატი არ მჭირდება!

დიმიტრი გვინდაძე: ადვოკატი არ მჭირდება!

ფინანასთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ცოტა ხნის წინ მოდულის შენობაში დასაკითხად მივიდა. მას ადვოკატი თან  არ ახლდა.


გვინდაძის თქმით, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დღეს დილით დაიბარეს და არ იცის, გამოძიებამ რის შესახებ უნდა დაუსვას კითხვები.


მოდულის შენობაში მისვლისას მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და განცხადა, „ადვოკატი არ მჭირდება, მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან“.


შეგახსენებთ, რომ დიმიტრი გვინდაძესთან ერთად  შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაკითხვაზე ყოფილი პრემიერი ნიკა გილაურიც დაიბარა.


როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, დაკითხვა "ბანკი ქართუს" საქმეს ეხება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: