დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს გირაოს გადახდამდე გლდანის ციხეში გადაიყვანენ

დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს გირაოს გადახდამდე გლდანის ციხეში გადაიყვანენ

დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს გირაოს გადახდამდე გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ამის შესახებ საქალაქო სასამართლოსთან ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს  განუცხადა.

„სასამართლომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბრალდებულ მხარეს საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა და არასთანადოდ იყო მომზადებული.  ყველა ბრალდებული გირაოს გადახდამდე გლდანის მე-8 საპყრობილეში იქნება გადაყვანილი“, - აღნიშნა ხაჟალიამ.

მისივე თქმით,  შესაძლოა  ხეთაგურის ოჯახმა გირაოს თანხა დღესვე გადაიხადოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიდი რაოდენობით ქრთამის აღებისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დაკავებულ ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურს, კახა დამენიას, დევი კანდელაკს, იზაბელა გუტიძეს და გიორგი ნემსიწვერიძეს გირაოს გადახდა დაეკისრათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულები აღნიშნული თანხის გადახდისთანავე გათავისუფლდებიან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: