საქართველოს სათხილამურო ფედერაცია პრესკონფერენციას გამართავს

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია პრესკონფერენციას გამართავს

24 დეკემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია პრესკონფერენციას გამართავს.

 

კონფერენციაზე ჟურნალისტების და სამთო-სათხილამურო სპორტთან ასოცირებული საზოგადოების წინაშე  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელობა და ევროპიდან საგანგებოდ ჩამოსული სტუმრები წარდგებიან. 

 

მოწვეულ სტუმრებს შორის არიან  სახელოვანი ვეტერანი მოთხილამურე, 5 გზის მსოფლიო თასის მფლობელი მარკ ჟირარდელი,  რომლის სახელობის ბრენდის სათხილამურო ფორმებს საქართველოს ეროვნული ნაკრები ატარებს. 

 

კონფერენციას დაესწრება ასევე  საქართველოს ნაკრების ახალი მწრთვნელი ჯოვანი ლაზარინი, რომელიც წლების მანძილზე იტალიის ნაკრებ გუნდში მუშაობდა. 

„ტიტულოვან და გამოცდილ მწრთვნელთან ერთად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მოთხილამურეების სამომავლო განვითარებისთვის და 2013 წლის მსოფლიო და ევროპის თასის შეჯიბრებებში წარმატების მოსაპოვებლად. 2013 წლის თებერვალში ავსტრიის კურორტ შლადმინგში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ გუნდს ჯოვანი ლაზარინი უხელმძღვანელებს“, - აცხადებენ სამინისტროში. 

 

პრესკონფერენციაზე  წარმოდგენილი იქნება ასევე 2013 წლის საქართველოს თასის გათამაშებისა და ჩემპიონატის საშეჯიბრო კალენდარი. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: