ბიძინა ივანიშვილი: 2013 წელი იქნება საჩვენებელი, 2014 - უკეთესი, ხოლო 2015 წლით ყველა ვიამაყებთ

ბიძინა ივანიშვილი: 2013 წელი იქნება საჩვენებელი, 2014 - უკეთესი, ხოლო 2015 წლით ყველა ვიამაყებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. ივანიშვილის თქმით, თუ უმცირესობა ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, ის დათანხმდება ამ მოთხოვნას. თუმცა მას წარმოუდგენლად მიაჩნია, თუ როგორ უნდა გადალახონ „ნაციონალებმა“ 5 %-იანი ბარიერი.

 

„როგორც რიყეზე გაკეთებული ნაგებობაა ხელოვნების ნიმუში, ისე მოვლენ ეგენი ხელისუფლებაში. ვინ უნდა მისცეს მათ ხმა? რატომ ჰგონიათ, რომ ხალხს არაფერი ესმის და ანალიზს ვერ აკეთებს?“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში  აუცილებლად დაიწყება ეკონომიკური აღორძინება და  ყველა ოჯახს შეეძლება ღირსეულად ცხოვრება. „ხალხს რაც დავპირდით, იმაზე მეტს გავაკეთებთ დათქმულ დროზე სწრაფად. ქართველები მაგარი ხალხი ვართ, ოქტომბერში ბოლო ძალა მოვიკრიბეთ და ჩვენი მომავალი დავსახეთ. 2013 წელი იქნება საჩვენებელი, 2014 წელი - უკეთესი და 2015 წლით კი ყველა ვიამაყებთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: