ნარკოტიკ „LSD"-ს რეალიზატორთა ჯგუფი დაკავებულია

ნარკოტიკ  „LSD"-ს რეალიზატორთა ჯგუფი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 20-21 დეკემბერს, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძების შედეგად, თბილისში, ნარკოტიკების რეალიზატორთა ჯგუფი დააკავეს - 1985 წელს დაბადებული აკაკი ძ. და 1982 წელს დაბადებული ივანე მ.

 

სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფის წევრები, თბილისის სხვადასხვა გასართობ ცენტრებში ნარკოტიკული საშუალება "LSD"-რეალიზაციას ეწეოდნენ, ისინი ნარკოტიკულ ნივთიერებას შაქრის ნატეხზე აწვეთებდნენ და ცალს 30 ლარად ჰყიდდნენ. 

 

 სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას  სარეალიზაციოდ გამზადებული 32 ცალი ნარკოტიკული საშუალება „LSD"-ით  გაჟღენთილი შაქრის ნატეხი და 5 მლ-მდე  სითხე ამოიღეს.

 

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს და მას კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო აწარმოებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: