„ექსპო ჯორჯიაში“ „ნაცების“ კონფერენცია გაიმართება

„ექსპო ჯორჯიაში“ „ნაცების“ კონფერენცია გაიმართება

დღეს „ექსპო ჯორჯიაში“ 14:00 საათზე საპარლამენტო უმცირესობის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კონფერენცია გაიმართება. 

 

კონფერენციაზე პარტიის  ლიდერები, პარლამენტისა და საქართველოს მასშტაბით ყველა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიკრიბებიან.

 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ კონფერენციას პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.

კონფერენციაზე იგეგმება პარტიის ლიდერების სიტყვით გამოსვლა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: