ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტი მაჰმუდ მეკი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press ავრცელებს. გადადგომის განცხადებასთან დაკავშირებით, მეკიმ აღიარა, რომ პოლიტიკური საქმიანობის ბუნებას მისი წინა პროფესია - მოსამართლეობა არ შეესაბამება. მისივე თქმით,  გადადგომის შესახებ განცხადება მან ჯერ კიდევ ნოემბერში გააკეთა, მაგრამ არსებული გარემოებების გამო მეკი ვალდებული იყო პოსტზე დარჩენილიყო. 

 

ვიცეპრეზიდენტის ეს ნაბიჯი შესაძლოა იმ უთანხმოებაზე მიუთითებდეს, რომელიც მეკის  ეგვიპტის პრეზიდენტ ისლამისტ მუჰამედ მურსის პოლიტიკური კურსის მიმართ აქვს. 

 

მეკიმ ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა 2012 წლის აგვისტოში დაიკავა.  მან ეროვნული ერთიანობის დამყარების მოლაპარაკებებში წამყვანი როლი ითამაშა. ამ მოლაპარაკებების ინიციატივა კი ეგვიპტის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მუჰამედ  მურსის ეკუთვნოდა. 

 

მაჰმუდ მეკიმ კარიერა პოლიციაში მუშაობით დაიწყო, რის შემდეგაც ის მოსამართლე გახდა. ეგვიპტეში 1952 წლის მონარქიის დამხობის შემდეგ ის  პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო. მაჰმუდის ძმა - აჰმედ მეკიმ, ასევე მოსამართლემ, ეგვიპტის ახალ ხელისუფლებაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობა მიიღო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: