„ტელევიზიის მფლობელები სახელმწიფო გადატრიალებას ვეღარ მოაწყობენ“

„ტელევიზიის მფლობელები სახელმწიფო გადატრიალებას ვეღარ მოაწყობენ“

არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რაც საქართველოს უახლოეს ისტორიაში ხდებოდა, რომ ბიზნესმენი თუ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ტელევიზიას შეიძენდა, მერე პოლიტიკურ გადატრიალებას ახდენდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ტელევიზიის ქონებით პოლიტიკური გამარჯვებები“ ვეღარ მოხდება.

„რაც შეეხება მედიაზე კონტროლს, ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ამბიციებისგან, მაგრამ არც ერთ შემთხვევში არ დავუშვებთ და არ მოხდება ის, რაც  საქართველოს უახლოეს ისტორიაში ხდებობა, რომ ბიზნესმენი თუ ნებისმიერი მოქალაქე  ტელევიზიას შეიძენდა და ამით პოლიტიკურ გადატრიალებას ახდენდა. ოდნავ თუ რამეს ამის მსგავსს შემამჩნევთ, ხმა ამოიღეთ. გარწმუნებთ, რომ ჩემი რეაქციაც  მყისიერი იქნება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ტელეკომოპანია „მე-9 არხს“, ივანიშვილის განცხადებით, დაარწმუნეს, რომ ტელეკომპანია აუცილებლად უნდა დარჩეს.

მისი თქმით, ის მუშაობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობდეს.

ამასთან, პრემიერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის საუბრის ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის გარკვევაზე დიდი დრო დახარჯა.

„ეს ის შემთხვევაა, რომლის გარკვევაზეც დიდი დრო დავხარჯე. ჩემთვის მიუღებელია მოსმენები, მაგრამ როგორც მითხრეს, ყველაფერი კანონიერად იყო. სასამართლოს შემთხვევაში, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ამ ტიპის მოსმენები არსებობს“, - აღნიშნა პრემიერმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: