ბიძინა ივანიშვილი: ადგილობრივ თვითმართველობებში ტოტალური შემცირებები ჯერჯერობით არ იგეგმება!

ბიძინა ივანიშვილი: ადგილობრივ თვითმართველობებში ტოტალური შემცირებები ჯერჯერობით არ იგეგმება!

ადგილობრივ თვითმართველობებში შექმნილ ვითარებას ბიძინა ივანიშვილი ნორმალურად აფასებს. მისი აზრით, გამარჯვებული კოალიციის აქტივისტებით ჩანაცვლება ადგილობრივ დონეზეც უნდა მოხდეს, მაგრამ, არ მიესალმება ძალადობის ფაქტებს, რომლებსაც რამდენიმე რაიონში ჰქონდა ადგილი.


"ადგილობრივ თვითმართველობებში ჩვენი გუნდის წევრებით ჩანაცვლება ნორმალური პროცესია, მაგრამ ამან ძალადობრივი  ხასიათი არ უნდა მიიღოს. ჩვენ უნდა ვაკონტროლებდეთ სიტუაციას ადგილობრივ დონეზეც",-აცხადებს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "შერატონ მეტეხი პალასში" ჟურნალისტებთან შეხვედრისას.


ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ პროცესები ნაკლები ხმაურით ჩაივლის და ახალ უმრავლესობას ქვეყნის "სრულად გაკონტროლების საშუალება მიეცემა!"


რაც შეეხება საჯარო სტრუქტურებში კადრების შემცირებას, პრემირი თვლის, რომ შტატები ხელოვნურადაა გაბერილი და დღის წესრიგში ოპტიმიზაციის აუცილებლობაც დადგება, მაგრამ ტოტალური შემცირებები ჯერჯერობით არ იგეგმება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: