Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (8)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
24-12-2012, 15:54
ნანახია: 1793

ტელეკომპანია „მირ 24“ ახალი წლიდან გავა ეთერში

პირველი იანვრიდან   საინფორმაციო ტელეკომპანიებს კიდევ ერთი ტელევიზია ემატება, ტელეკომპანია "მირ 24" მაუწყებლობას დაიწყებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მირ"-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ბადრი ნაჭყებიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


"მირ 24" საინფორმაციო არხი იქნება, რომლის დაფარვის ზონა 10 ქვეყანაზე, მათ შორის, საქართველოზეც გავრცელდება. ნაჭყებიას თქმით, "მირ 24"-ს 60-მილიონიანი აუდიტორია ეყოლება.


"მირ 24" პირველი იანვარს, დილის 06:00 საათზე გავა ეთერში. იქნება ახალი ამბები, უახლესი ინფორმაცია მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც შედიან დსთ-ში და არა მარტო დსთ-ში. საინფორმაციო გამოშვება საათში ერთხელ გავა ეთერში, იქნება რუბრიკები უკომენტაროდ, ასევე სპორტისა და კულტურის ამბები.


ტელეკომპანია "მირ 24"-ის სათავო ოფისი მოსკოვში განთავსდება.