უალკოჰოლო სასმელებზე ფასი ჯერ არ გაიზრდება

უალკოჰოლო სასმელებზე ფასი ჯერ არ გაიზრდება

2013 წლის პირველი იანვრიდან ძალაში უნდა შესულიყო გადაწყვეტილება უალკოჰოლო სასმელბის მარკირების შესახებ.


ამ კანონის ამოქმედების შემდეგ უალკოჰოლო სასმელებზე ფასი გაიზრდებოდა.


მთავრობის სხდომის დაწყების წინ, ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა. მისი თქმით, შესაძლოა, ამ კანონის ამოქმედება გადავადდეს.


"ამაზე ვმუშაობთ და მზად ვართ, რომ ეს საკითხი გადავავადოთ. ეს არის აპრილში მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა სამწუხაროდ, მაშინ ამის წინააღმდეგ არავინ გამოსულა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საკითხის კანონიერების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ. პირველ მარტამდე არანაირი რეაგირება არ იქნება", - განმარტა ნოდარ ხადურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: