Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (3)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
24-12-2012, 18:19
ნანახია: 1306

"ინტერ რაო ეესი" ქართველი მაღალჩინოსნებისთვის ქრთამის მიცემასთან დაკავშირებით კომპანიის მიმართ გამოთქმული ბრალდების გამო გაოგნებულია.


როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, საერთაშორისო იურიდიული კომპანია DLA PIPER--ის ადვოკატების ინფორმაციით, რომლებიც ენერგოჰოლდინგის ინტერესებს წარმოადგენენ, აღნიშნული განცხადება ოფიციალურად საქართველოს პროკურატურამ 22 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე გააკეთა, რომლის შედეგადაც "თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.


"საქართველოს პროკურატურამ ვერ დაინახა განსხვავებები წინასწარი საგადასახადო რეგულირების პროცედურებს შორის, რომელიც აუცილებელია 2011-2012 წლებში საქართველოს ხელისუფლებასა და "თელასს" შორის დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე მიღწეული შეთანხმების რეალიზებისთვის და უშუალოდ საგადასახადო შეთანხმებას შორის, რომელსაც ჯგუფის საწარმოებთან ხელი შესაძლოა, მხოლოდ 2013 წელს მოეწეროს. ორივე პროცედურა საჯაროა, გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით და ეფუძნება გადასახადის გადამხდელის ოფერტას, რის გამოც წინადადება საგადასახადო შეთანხმების შესახებ კომპანიამ წამოაყენა. საგადასახადო ვალდებულებების ფიქსაციის მიზანი, ისევე როგორც მმართველობითი საწარმოო ხარჯების ოპტიმიზაციისა, იყო ტარიფების გრძელვადიანი განსაზღვრა და მათი შესაძლო შემცირება საბოლოო მომხმარებლისთვის, მათ შორის მოსახლეობისთვის. ამასთან დაკავშირებით, ჯგუფი "ინტერ რაო ეესი" არ გამორიცხავს, გადაიხედოს 2012 წლის დასაწყისში მიღწეული შეთანხმება "თელასის" დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მაჟორიტარულ აქციონერთა წინაშე. "ინტერ რაო ეესი" ასევე აცხადებს, რომ არსებულ პირობებში საგადასახადო საკითხების დარეგულირება ტარიფების გადახედვის აუცილებელი პირობაა", - ნათქვამია "ინტერ რაო ეესის" განცხადებაში, რომელიც კომპანიის ვებგვერდზე განთავსდა.