Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (8)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
24-12-2012, 18:57
ნანახია: 2166

თეა წულუკიანი ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება

“საქართველო საერთო სასამართლოების შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნას  ელოდება“, - ამის შესახემ კომენტარი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.


"ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნას დღესაც ველოდებით. კანონპროექტი დასკვნისთვის კომისიაში პირადად მე გავაგზავნე და მათი პოზიცია ვითხოვე ამასთან დაკავშირებით, თუმცა, მასზე ვენეციის კომისიას დასკვნა დღემდე არ დაუდია. ვიმედოვნებ, ის აუჩქარებს ნაბიჯს, რადგან საქართველოს მოსახლეობას ძალიან ეჩქარება ჰყავდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.


მისივე განცხადებით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო და ამიტომ, სწორედ მეორე მოსმენამდეა შესაძლებელი მასში სერიოზული ცვლილებების შეტანა.


 "იმედია, რომ მეორე მოსმენამდე ვენეციის კომისია თავის დასკვნას გამოაქვეყნებს. თუ ეს ვერ მოესწრო, ძალიან დასანანი იქნება. ვენეციის კომისიას აქვს გრძელი ვადები და კარგი იქნება, თუ მათ შეამოკლებს და ნაბიჯს აუჩქარებს. ჩვენი მხრივ, ჩვენ შევანელებთ ამ კანონპროექტის განხილვის ტემპს", - დასძინა წულუკიანმა.