რას უპირბს თეა წულუკიანი დავით საყვარელიძეს?

რას უპირბს თეა წულუკიანი დავით საყვარელიძეს?

"დავით საყვარელიძის პროკურატურაში დაბარება ძალაში რჩება",- განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.


მისი განცხადებით, საყვარელიძისგან მსგავსი ქმედება გასაკვირვია, რაგდან ის თავად იყო პროკურატურის თანამშრომელი.


"ბატონ საყვარელიძისგან ამგვარი ბავშვური ქცევა გამიკვირდა. ის იყო პროკურატურის მუშაკი და ერთ-ერთი იურისტი და სწორედ, ამიტომ მისგან კანონის პირდაპირი უპატივცემლობა და დარღვევა გამიკვირდა. თუმცა, არის გამოსწორების შესაძლებლობა. საყვარელიძის დაბარება ძალაში რჩება და როგორც კანონი ამბობს, ის უნდა გამოცხადდეს დაკითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატია. თუ საყვარელიძე დაკითხვაზე არ გამოცხადდება, არგამოცხადებას მერე მოვუვლით", - განაცხადა წულუკიანმა.


იუსტიციის მინისტრმა კომენტარი გააკეთა  იუსტიციის ყოფილი მინისტრის საქართველოში დაბრუნებაზე და განაცხადა, რომ მის მიმართ კითხვები, პირველ რიგში, „ბანკი ქართუს“ საქმესთან დაკავშირებით არსებობს.


"ზურაბ ადეიშვილთან შეკითხვები, პირველ რიგში,  შსს-ს შესაბამის განყოფილებას აქვს, "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმის შემუშავებისა და მისი განხორციელების ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. თუ ბატონი ზურაბი საქართველოში ჩამოვა, მან უნდა გასცეს შესაბამის შეკითხვებს პასუხი. მე დიდი მოუთმენლობით ველოდები საქართველოში მის დაბრუნებას, რომ გავიგო ამ ყველაფერთან მიმართებაში მისი პასუხები", - აღნიშნა წულუკიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: