ნიკა ჩიტიძე: პრეზიდენტს ტონის შერბილება მართებს!

ნიკა ჩიტიძე: პრეზიდენტს ტონის შერბილება მართებს!

ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე კოჰაბიტაციის პროცესს ჩაშლა ემუქრება, რადგან უკვე დამკვიდრდა "ნაცმოძრაობის" და უშუალოდ ქვეყნის პირველი პირის საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ტერმინი "ჭორვილიზაცია" და "საჩხერიზაცია", რაც მეორე მხრივ, პრემიერ-მუნისტრის და კოალიცია "ქართული ოცნების" გაღიზიანებას იწვევს. ეს კი, სავარაუდოდ, საბოლოოდ მშვიდობიანი თანამშრომლობის პროცესს ჩაშლის.


კოჰაბიტაციის პროცესის შესაძლო  ჩაშლას ნაწილობრივ ეაქსპერტი ნიკა ჩიტიძეც ეთანხმება. მისი თქმით, კოჰაბიტაცის პროცესი შეიძლება ითქვას, რომ არც შემდგარა და ამიტომაც ის არ არსებობს. "ეს გამოწვეულია იმისგან, რომ ქვეყანაში არ არსებობს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი", _ აცხადებს ექსპერტი.


"ივერიონის" კითხვაზე: რამდენად სწორია პრეზიდენტის მიერ იმ ზემოთხსენებული ტერმინების გამოყენება, ექსპერტი დასძენს: "მიუხედავად ყველაფრისა, პრეზიდენტი, პირველ რიგში, ადამიანია და სუფთა ადამიანური თვალსაზრისით, მისგან ასეთი ტერმინების გამოყენება არ უნდა გაგვიკვირდეს, თან მაშინ, როცა მას გაბრაზების მიზეზი აქვს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ნიკა გვარამიასა და ალექსანდრე ხეთაგურის დაკავებას. ამასთან, პრეზიდენტის გაღიზიანება უკავშირდება პროკურატურის დაჟინებულ მოთხოვნას პატიმრობაზე მაშინ, როცა დანაშაულის მტკიცებულება არ არსებობს. თუმცა, როგორც პრეზიდენტს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება და ტონის შერბილება მართებს", _ ამბობს ნიკა ჩიტიძე. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: