ვინ უპირებს „ნაცებს“ “ერთიანად ამოხოცვას”?

ვინ უპირებს „ნაცებს“ “ერთიანად ამოხოცვას”?

გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური კონფერენცია საგამოფენო ცენტრს „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა.


შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და არა ერთი განცხადება გაკეთა იმის შესახებ, რომ მათ რიგებს ახალი სახეები უერთდებიან.


მაგრამ, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალ თანამოაზრეებთან ერთად კვლავ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომელიც ყველა „ნაცს“ ერთად ააფეთქებდა.


ამაზე მეტყველებს, საპარალამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრისა და პარლამენტის დეპუტატის გოგა ხაჩიძის სტატუსი, „ფეისბუქის“ საკუთარ გევრდზე.


„დღეს, საელჩოების წარმომადგენლებთან გვქონდა პარტიაში შეხვედრა.


სწორედ ამ დროს, პრივატში მივიღე შეტყობინება, ლანძღვა-თათხვით და ტექსტით, რომ გუშინდელ  შეკრებაზე დიდი სიამოვნებით ააფეთქებდა ბომბს და ერთიანად ამოგვხოცავდა „ნაციონალურ მოძრაობას“.


IT-მ ოპერატიულად განსაზღვრა IP მისამართი, საჯარო რეესტრიდან ინფორმაცია ამოვიღეთ არსებულ მისამართზე, ვინ ცხოვრობდა და ყოველივე ეს გადათარგმნილი დავურიგეთ საელჩოებს.


რაღაც მომენტში, ვიღაცას გაუკვირდება ვიზას რომ არ მისცემენ...


ბომბის აფეთქების მუქარისთვის, ჯიგარო, თორემ ჩემი გალანძღვისთვის ვიზას ვინ დაგიკავებდა?“ - წერს ხაჩიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: