როლანდ ახალაია დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს

როლანდ ახალაია  დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია დღეს ზუგდიდის სამხარეო პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.

პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურაში ახალაიას დაბარება მისი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორად მუშაობის პერიოდს უკავშირდება.

თუმცა “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, როლანდ ახალაია დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს და მზადაა, ყველა შეკითხვას, რომელიც მისი მისამართით არსებობს, საჯაროდ გასცეს პასუხი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: