კასპში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს

კასპში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობის საბრძოლო მასალა ამოიღო.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, კასპის რაიონის სოფელ იგოეთში მცხოვრები ლაშა და გივი ხ-ების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკს“-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 10  ცალი ტროტილი, ერთი ამფეთქი ზონარი, ერთი ფალია, 26  „რემინგტონის“ ვაზნა, 48  „მ-4“-ის ვაზნა, 38  „კოლტის“ ვაზნა, 477  „აკს“-ის ვაზნა, 17 „გეკოს“ ვაზნა, 3  კარაბინის ვაზნა, 40 „აკმ“-ის ვაზნა, 18  ფუჭი ვაზნა, 1 ცალი „შილკის“ ვაზნა, ავტომატის 8  მჭიდი და ერთი „დშკ“-ს მასრა ამოიღეს.

განცხადების თანახმად, საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას შსს-ს კასპის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: