დღეს ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის _ ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.


წინა პროცესი ბრალდების მხარის მოწმის, ლეილა გაფრინდაშვილის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.


ლეილა გაფრინდაშვილი ავადმყოფობის გამო პროცესზე მისვლას დღესაც არ აპირებს და "მაესტროს" ინფორმაციით, საერთოდაც, უარს ამბობს სასამართლოსთან თანამშრომლობაზე.
ცოტნე გამსახურდია საპატიმროდან 24 ოქტომბერს პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე, პრეზიდენტმა გაათავისუფლა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: