ეკა ბესელია: ადეიშვილს საქართველოში დასაბრუნებლად გამბედაობა არ ეყოფა

ეკა ბესელია: ადეიშვილს საქართველოში დასაბრუნებლად გამბედაობა არ ეყოფა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელიას არ ჰგონია, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს გამბედაობა ეყოს და საქართველოში დაბრუნდეს. ამის შესახებ მან დღეს "for.ge"-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა.


მისი თქმით, გამოძიებისთვის კარგი იქნება, რომ ადეიშვილი საქართველოში დაბრუნდეს. ბესელიას განცხადებით, ცნობილი კადრები, რომელიც ციხეებში პატიმართა არაადამიანურ მოპყრობის ფაქტებს ასახავდა, წინასწარ დაგეგმილი სცენარით ხორციელდებოდა.


"ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ციხის რამდენიმე თანამშრომელი იყო დაკავებული. ერთი თვის წინ ციხის ერთ-ერთ უფროსს შევხვდი და მან მიამბო, თუ როგორ გეგმავდა ადეიშვილი ციხეში განვითარებული მოვლენების სცენარს, რათა შემდეგ ეს კადრები თამაზ თამაზაშვილს დაბრალებოდა", - განაცხადა ბესელიამ.


მისივე თქმით, ეს ინფორმაცია აქვს იმ ადამიანისგან, ვისაც ამ ყველაფრის შესრულებას აბრალებდა. ბესელიას განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს გადასცა, რის შემდეგაც, რამდენიმე ჩვენება უკვე ცნობილი გახდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: