არჩილ კბილაშვილი: ვანო მერავიშვილს ისევ დავკითხავთ

არჩილ კბილაშვილი: ვანო მერავიშვილს ისევ დავკითხავთ

საგადასახადო შეთანხმების მიზნით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დოკუმენტაციის გაყალბების საკითხზე, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილიც დაიკითხება.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

კბილაშვილის განმარტებით, გავრცელებული აუდიოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მერაბიშვილი საქმის შესახებ ინფორმირებულია.

"ეს ადამიანი ინფორმირებულობას ამჟღავნებს თემასთან დაკავშირებით, კანონი კი ამბობს, რომ გამოკითხული უნდა იყოს ყველა პირი, ვინც იცის საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოება. ამიტომ ლოგიკურია, რომ ვანო მერაბიშვილი მოცემულ საქმეზე  დაიკითხება", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

პროკურორი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, როდის მოხდება მერაბიშვილის დაკითხვაზე დაბარება, თუმცა აცხადებს, რომ ამას თავად  პროკურორი განსაზღვრავს.

რაც შეეხება აღნიშნულ საქმესთან გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს, კბილაშვილის განმარტებით, არსებობს სასამართლოს ორი ბრძანება. ერთით ის განხორციელებულ ჩანაწერებს აკანონებს, მეორეთი კი ახალი ჩანაწერებისთვის დამატებით დროს განსაზღვრავს.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გასულ კვირას ექვსი პირი, მათ შორის ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების უწყებების ყოფილი ხელმძღვანელი, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ”თელასის” გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დააკავა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: