პატარკაციშვილსა და ბერეზოვსკის დეპუტატის მკვლელობა ბრალდებათ

პატარკაციშვილსა და ბერეზოვსკის დეპუტატის მკვლელობა ბრალდებათ

რუსეთის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2003 წელს  სახელმწიფო სათაბიროს დეპუტატის სერგეი იუშენკოს მკვლელობაში ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მონაწილეობას გამოიძიებენ.

აუდიტი  მიხაილ კოდანევის ჩვენების საფუძველზე  დაიწყო, რომელიც იუშენკოს მკვლელობის გამო, 2004 წელს გაასამართლეს.

კოდანევმა უშიშროების საბჭოს განცხადებით მიმართა, სადაც მან მკვლელობის რეალურ შემკვეთებად ბორის ბერეზოვსკი და ბიზნესმენი არკადი პატარკაციშვილი დაასახელა. 

მსჯავრდებულს მალე მოსკოვში გადაიყვანენ. მან გამოძიებასთან თანამშრომლობის პირობა დადო.

თავის მხრივ, უშიშროების საბჭო პირობას დებს, რომ რეჟისორ ანდრეი კონდრაშევის ფილმში „ბერეზოვსკი“ასახულ გამოძიებისთვის საინტერესო ფაქტებს გადაამოწმებს. ფილმი ტელეარხ „რუსეთი-1-ზე“ უჩვენეს.  უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, ფილმის ჩვენება არანაირ კავშირში არ არის ბერეზოვსკის აღნიშნულ დანაშაულში უკვე დაგეგმილ შემოწმებასთან. მათივე განცხადებით, კოდანევმა ჩვენება გამოძიებას ფილმის ტელევიზიით გაშვებამდე გაცილებით ადრე მისცა.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ გამოძიებას არ აქვს მტკიცებულება  დეპუტატ ვლადიმერ გოლოვლევას, ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას და ვლადისლავ ლისტევის მკვლეობაში ბიზნესმენის მონაწილეობაზე.

პარტია „ლიბერალური რუსეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სერგეი იუშენკოვი 2003 წლის 17 აპრილს მოსკოვში მოკლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მკვლელობის შემკვეთად  „ლიბერალური პარტიის“ თანათავმჯდომარე, ბერეზოვსკის მიმართ ლოიალურად განწყობილი, კოდანევი  დასახელდა. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: