გიგა ბოკერიაც დაიკითხება?!

გიგა ბოკერიაც დაიკითხება?!

თუკი ამა თუ იმ საკითხზე უშიშროების საბჭოს მდივანის გიგა ბოკერიას ინფორმირებულობა გამოიკვეთება, იგი დაიკითხება. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

" ამა თუ იმ ადამიანის დაკითხვა გამოძიების მიმდინარეობიდან გამომდინარე ხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ კი გამოძიების დროს ჩვენს წინაშე ასეთი საჭიროება დადგება, ბუნებრივია, აქ არანაირი დაბრკოლება არ იარსებებს და ყველა ადამიანი, მათ შორის, უშიშროების საბჭოს მდივანი, თუ კი ამა თუ იმ საკითხზე მისი ინფორმირებულობა გამოიკვეთება, დაიკითხება", - განცხადა კბილაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: