კახა კუკავა: "ნაცმოძრაობა" დანაშაულებრივი ორგანიზაციაა

კახა კუკავა: "ნაცმოძრაობა" დანაშაულებრივი ორგანიზაციაა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიცია არაა.

 

როგორც მან დღეს "მაესტროს" პრესკლუბში აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას" ოპოზიციად ხშირად მოიხსენიებენ, რაც საკმაოდ არაკორექტული შეფასებაა. 

 

მისი თქმით, "ნაცმოძრაობა" დანაშაულებრივი ორგანიზაციაა.

 

"ნაცმოძრაობა" ოპოზიცია არ არის. ეს დანაშაულებრივი ორგანიზაციაა. ძალიან სასაცილოა, როდესაც ზოგიერთი ორგანიზაცია ცდილობს, ოპოზიციის როლი დააკისროს მას. "ნაცმოძრაობის" ადგილი საბრალდებო სკამზეა. თუ გვინდა, რომ ამით ევროპას თვალი ავუხვიოთ, ეს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას ხელს ნამდვილად არ შეუწყობს", - განაცხადა კუკავამ.

 

მისი თქმით, "თავისუფალი საქართველო" მხარს უჭერს იმას, რომ კანონის ფარგლებში, ყველა დამნაშავე თანამდებობის მიუხედავად, სასამართლოს წინაშე წარდგეს. 

 

კუკავას განცხადებით, ქალაქში წინასაახალწლო განწყობა არ იგრძნობა, რადგან პოლიტიკური პროცესები მკვეთრად ვითარდება.

 

"დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლებისთვის კონსტრუქციული ოპონირება აუცილებელია. ახალი ხელისუფლების მიმართ ეს მიდგომა გვაქვს. კარგია, რომ ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში ჩვენი მოსაზრება გაიზიარეს, მაგალითად რუსეთის ბაზართან დაკავშირებით", - აღნიშნა კუკავამ.

 

მისი თქმით, არის საკითხები, სადაც მათი მოსაზრებები იგნორირებულია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ნორმალური მიმართებაა. 

 

კუკავას განცხადებით, ხელისუფლების საგარეო და საშინაო პოლიტიკურ მიდგომებს "თავისუფალი საქართველო" ეთანხმება, თუმცა ამ განსხვავებებს კონსტრუქციულად გამოხატავენ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: