საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ახალ პრეზიდენტს აირჩევს

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ახალ პრეზიდენტს აირჩევს

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს.


საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 25 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატები არიან: "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე - ოთარ გიორგაძე, გაზეთ "ლელოს" ჟურნალისტი - დავით თავართქილაძე, ყოველთვიურ ჟურნალ "ათიანის" მთავარი რედაქტორი - გია გორგოძე და ჟურნალისტი - პაატა ნაცვლიშვილი.


შეგახსენებთ, რომ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას 1992 წლიდან ელგუჯა ბერიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: