კახა კუკავა: ტარიფის შემცირება იმ მოლოდინებს არ პასუხობს, რაც საზოგადოებას ჰქონდა

კახა კუკავა: ტარიფის შემცირება იმ მოლოდინებს არ პასუხობს, რაც საზოგადოებას ჰქონდა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება იმ მოლოდინებს არ პასუხობს, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა.

 

როგორც დღეს მან "მაესტროს" პრესკლუბში აღნიშნა, აღნიშნული საკითხის ზეპირი შეფასება ძალიან რთულია. 

 

"ეს არ პასუხობს იმ მოლოდინებს, რომელსაც ვისმენდით, რომ აქ სააკაშვილის და მისი ოჯახის წილებია და "ნაციონალურ მოძრაობაში" კორუფციული მილიონები მიედინება. დღეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ენერგეტიკის მინისტრისგან ვერ მივიღეთ", - განაცხადა კუკავამ.

 

მისი თქმით, გასაგებია ის არგუმენტი, რომ შესაძლებელია, 3 თეთრზე უფრო მეტით ვერ ხდებოდეს ელექტროენერგიის ტარიფის კლება, მაგრამ ენერგეტიკის სფეროში მინისტრი კახა კალაძე ავტორიტეტი ნამდვილად არ არის.

 

კუკავას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ უნდა წარმოადგინოს სქემა, თუ რა გახდა ელექტროენერგიის ტარიფი, რამდენია აქ გენერაციის შემადგენლობა, რამდენი მიწოდების და რამდენი ვალი.

 

"კალაძეზე უფრო კომპეტენტური ადამიანების დასკვნა გვჭირდება და  ხელისუფლებას მოვუწოდებ, ელექტროენერგიის ტარიფის სტრუქტურა გამოაქვეყნოს. თუ ისინი არ გააკეთებენ ამას, მაშინ იანვარში "თავისუფალი საქართველო" გააკეთებს, რომელიც გეგმავს, გამოაქვეყნოს როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის ტარიფის სტრუქტურა", - აღნიშნა კუკავამ.

 

რაც შეეხება გაზმომარაგების ფასს, კუკავას განცხადებით, გაზს ფასი სიმბოლურად დააკლდება.

 

კუკავას განცხადებით, გასაგებია, რომ 2-3 თვეში ხელისუფლება მეტს ვერ მოასწრებდა, მაგრამ ადრე გაზაფხულზე თავისი საქმიანობის გრძელვადიანი გეგმები უნდა გამოაქვეყნოს.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და კომპანია "ინტერ-რაოს"-ს შორის დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად,  კომპანიებთან "თელასი" და "ენერგო-პრო" დროებითი მემორანდუმები გაფორმდა.

 

მემორანდუმები გარდამავალია და მომხმარებლისთვის, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, სამთვიან სამომხმარებლო ტარიფს 3,5 თეთრით შემცირებას ითვალისწინებს. შემცირება იმ მომხმარებლებს შეეხებათ,  რომლებიც 0-დან 300 კვ ელექტორენერგიას მოიხმარენ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: