პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების იუბილე მიულოცა

პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების იუბილე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს აღსაყდრების იუბილე პირადად მიულოცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწმინდესის ინტრონიზაციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილ ლიტურგიას, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღევლინა, მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან და თბილისის მერთან ერთად დაესწრო.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: