არჩევნებზე ბალანსის შენარჩუნება მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეძლო

არჩევნებზე ბალანსის შენარჩუნება მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეძლო

ეუთოს განცხადებში აღნიშნულია, რომ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენები იყო დემოკრატიული არჩევნების ჩატარების კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც შეესაბამებოდა ეუთოსა და ევროსაბჭოს წინაშე აღბულ ვალდებულებებს.


,,მედიაგარემო მრავალფეროვანი იყო. ზოგიერთ კერძო ტელეკომპანიას ქვეყნის ფარგლებში დაფარვის ზონა შეზღუდული ჰქონდა, რითაც იზღუდებოდა ამომრჩევლისთვის ინფორმაციის მიწოდება“, - წერია განცხადებაში.


ეუთოს ამომრჩევლების სადამკვირვებლო მისიის მედიამონიტორინგმა აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის პოლტიკურად დაბალანსებული გაშუქება მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  უზრუნველყო.


სხვა ტელეკომპანიებმა, რომლებზეც მონიტორინგი განხორციელდა, ვერ უზრუნველყვეს ახალი ამბების დაბალანსებული გაშუქება მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი ვალდებულება გააჩნდათ. ,,მასთ ქერიმ“ და ,,მასთ ოფფერმა“, რომლებიც მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუშაობდა, საშუალება მისცა ოპოზიციურ არხებს, გაეზარდათ მისი აუდიენცია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: