ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის ვადა 00:00 საათზე იწურება

ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის ვადა 00:00 საათზე იწურება

საჯარო მოხელეებს ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის ვადა დღეს, 00:00 საათზე ეწურებათ.

იმ პირებს მიმართ, რომლებიც დეკლარაციას ვადის ამოწურვამდე არ წარადგენენ, საჯარიმო სანქციები ამოქმედდება.

მინისტრებისა და საჯარო მოხელეების უმრავლესობას საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი დეკლარაცია უკვე წარდგენილი აქვს. მათ ამისთვის დაახლოებით, ორი თვის ვადა ჰქონდათ.

ამ დროისთვის სავალდებულო ფინანსური დოკუმენტი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს აქვს შევსებული.

მის მიერ შევსებულ დეკლარაციაში გლდანის მეორე მიკრორაიონში რეგისტრირებული 4-ოთახიანი საცხოვრებელი ბინა, 2008 წელს გამოშვებული „ტიდას“ მარკის ავტომობილი და მამის სახელზე გაფორმებული, გორში არსებული მიწის ნაკვეთია შეტანილი.

ქონებრივი დეკლარაცია ასევე, სოფლის მეორნეობისა და ენერგეტიკის მინისტრებმა დავით კირვალიძემ და კახა კალაძემაც შეავსეს.

კახა კალაძის უძრავ-მოძრავი ქონება სამ საცხოვრებელ სახლს, ოთხ ბინას, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე მიწის ნაკვეთს და უცხოური მარკის 17 ავტომობილს ითვლის, თუმცა ეს მისი ქონების მხოლოდ ნაწილია.

ქონებრივი დეკლარაცია ამ დრომდე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს არ წარუდგენია.

დეკლარაცია საჯაროა და მოქალაქეებს მათი ონლაინ რეჟიმში გაცნობის საშუალება  აქვთ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: