ქუთაისში მერიის ტერიტორიის განაღმვა დასრულებულია

ქუთაისში მერიის ტერიტორიის განაღმვა დასრულებულია

ქუთაისის მერიასთან განაღმვითი სამუშაოები დასრულდა. სენიკიდან ჩამოსულმა გამნაღმველებმა რამდენიმე წუთის წინ დაუდგენელი ნივთი ააფეთქეს, ხოლო ნამსხვრევები და ნარჩენები ექსპერტიზაზე წაიღეს.


აღნიშნული ტერიტორია სამართალდამცავებმა უკვე დატოვეს, აღდგენილია მოძრაობაც.

დილიდან  ქუთაისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთის გუბერნატორ ვახტანგ ბალავაძის ავტომანქანასთან ახლოს, საზიოლაციო ლენტით შეკრული  ყუთი შენიშნეს. ადგილზე სამართალდამცავები და გამნაღმველები  მუშაობდნენ.

შს სამინისტროს ცნობით, განაღმვითი  სამუშაოები სწორედ ნივთის პოვნის  ფაქტს უკავშირდებოდა და გუბერნატორის მანქანა არაფერ შუაშია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: