უხარისხო კუპიურები

უხარისხო კუპიურები

10 და 20- ლარიანი კუპიურები შესაძლოა მიმოქცევიდან ამოიღონ. ფინანსისტების  განცხადებით, 2012 წელს დაბეჭდილ ფულად ბანკნოტებს დამცავი მექანიზმი არ აქვთ და ისინი გამოყენების შედეგად ისე მალე ცვდება, რომ ყალბ კუპიურებს ემსგავსება. 

 

როგორც ფინანსისტები განმარტავენ, დაბალი ხარისხის გამო მიმოქცევაში ადვილად ხვდება ფალსიფიცირებული კუპიურებიც, რაც ფულად მიმოქცევით სისტემას საფრთხეს უქმნის.  დაბეჭდვის დროს დაშვებულ ხარვეზებზე პასუხისმგებლობას ისინი გიორგი ქადაგიძეს აკისრებენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი პრეტენზიებს არ იღებს. 

 

 „ჩვენ შევიძინეთ სპეციალური დანადგარები, რომლებიც ადამიანის თვალით და ხელით კი არა, არამედ სპეციალური სენსორებით უზრუნველყოფენ დასაშვებ ნორმებზე მეტი გადაცდომის გამოვლენას“, – აცხადებს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მოლაშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: