პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია

პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია

პარლამენტმა 91 ხმით 24–ის წინააღმდეგ ამნისტიის შესახებ კანონი დაამტკიცა, მაგრამ კანონს ჯერ არ აქვს იურიდიული ძალა. ამნისტიის შესახებ კანონპროექტს,  უმრავლესობის გარდა,  დამოუკიდებელი დეპუტატების  ფრაქციამაც დაუჭირა მხარი. 

 

პროცედურის თანახმად, პრეზიდენტს შვიდდღიანი ვადა აქვს, რომ კანონპროექტს ხელი მოაწეროს. პრეზიდენტის განცხადებით, ის დაძლეული ვეტოს შემდეგაც არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას. მიხეილ საკაშვილი პარლამენტის გუშინდელ გადაწყვეტილებას ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინოს უწოდებს. 

 

პარლამენტის მიერ დაძლეულ ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ აბაშიძე უპრეცედენტო შემთხვევად მიიჩნევს.

 

 „ისტორიული დღეა საქართველოს პარლამენტარიზმის ცხოვრებაში, იმიტომ, რომ ასეთი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: