ვინ არის ბორის ბედიას რჩეული?

ვინ არის ბორის ბედიას რჩეული?

ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისში გავრცელდა ჭორები, რომ მომღერალ ბორის ბედიას ცოლი მოყავსო. აღნიშნული ინფორმაცია მომღერალმა არც დაადასტურა და არც უარყო. 

  "ჯერ არ გადამიწყვეტია ცოლის მოყვანა, თუმცა ყველაფერს დრო მიჩვენებს. გოგონასთან რომელთანაც მე ვარ, ძალიან მომწონს და თავს კარგად ვგრძნობ" _ განაცხადა მომღერალმა.

 

   ბორისის რჩეული ნახევრად რუსი _ ნახევრად უკრაინელია. როგორც მომღერალმა აღნიშნა 27 წლის ლარისა სტროკინა თბილისში ერთ-ერთ რესტორანში გაიცნო, რომელიც იქ თავის ძმასთან ერთად იმყოფებოდა.

 

- "ჩემი განუმეორებელი შარმითა და უნიკალური ხმით დავიპყარი მისი ულამაზესი გული" _ გვითხრა ბედიამ.

 

   აქვე იმსაც გეტყვით, რომ 16 აპრილიდან ახალგაზრდა შემსრულებელს ტელეკომპანია "ჯიდიესის" ეთერში, გადაცემაში "ერთი-ერთში" იხილავთ. 

 

გიორგი საკარული

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: