რატომ არ უყვარს ძიძიგურს ფული?

რატომ არ უყვარს ძიძიგურს ფული?

-„როგორც კი რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსების ტენდერების საკითხები დადგა, მაშინვე მძღოლების მხრიდან იყო გავრცელებული სერიოზული ჭორები, რომ ეს არის ზვიად ძიძიგურის ინტერესის სფერო და აქედან გამომდინარე გავემიჯნე ამ პროცესს, ერთი, რითიც დავინტერესდი რაიმე უკანონობა მართლაც ხომ არ ხდება ტენდერთან დაკავშირებით. ვიტყვი, რომ ტენდერთან დაკავშირებით ყველაფერი ხდება კანონიერად, ეს ტენდერი უნდა ჩატარებულიყო რამდენიმე წლით ადრე, გადაიდო კონიუქტურის გამო, იმიტომ რომ 2012 წელს არჩევნები ტარდებოდა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადადო, შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც თავი შეიკავა ტენდერის ჩატარებიდან ქალაქის ხელმძღვანელობამ, რომელიც ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო და არ ჩაატარა, ახლა კი ვფიქრობ ყველა მძღოლის ინტერესების გათვალისწინებით ჩატარებული ტენდერია სახეზე, არავინ კარგავს სამუშაო ადგილს, ის, რომ ვიღაცას უნდა მუდმივად თვითონ იყოს გამარჯვებული და მუდმივად გამოიყენოს ტენდერში გამარჯვებულის პირობა, მიუხედავად იმისა, რომ ვადა გაუვიდათ, ეს არ არის სწორი. ის, რომ მე რაიმე ინტერესი მაქვს ამ ტენდერში ეს აბსურდია, 25 წელია პოლიტიკაში ვარ და ჩემი ქონებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, არც მომავალში ველოდები რაიმე ტიპის გაუმჯობესებას, იმიტომ რომ ასეთი ტიპის დაინტერესება ფინანსებთან არასდროს მქონია ცხოვრებაში და არც მომავალში არ მექნება“. 

(მოამზადა თაზო ბენიძემ)

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: