წავა კი განათლების მინისტრი დათმობაზე?

წავა კი განათლების მინისტრი დათმობაზე?

   #53–ე საჯარო სკოლაში შესაძლებელია სასწავლო პროცესი მომავალი კვირის დასაწყისიდან აღდგეს, ეს იმ შემთხვევაში, თუ  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მოსწავლეების და პედაგოგების  ახალ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. მოთხოვნა კი ასეთია:-განათლების მინისტრმა  გააუქმოს გადაწყვეტლება სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშნვის თაობაზე და სამართლებრივი დავის დასრულებამდე დირექტორის მოვალეობა ყოფილი დირექტორის მოადგილეებმა შეასრულონ.  

„ თუ მინისტრი  გააუქმებს თავისს მეორე გადაწყვეტილებას ახალი დირექტორის დანიშნვის შესახებ,   ჩვენ აღვადგენთ სწავლის პროცესს, თუმცა გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას და უახლოეს მომავალში მარიამ რამინაშვილი დაუბრუნდება სკოლას“,– აცხადებენ პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.

   მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ #53-ე სკოლის მშობლების სატელეფონო ზარების ჩანაწერებსი გამოაქვეყნა და განაცხადა-„ აღნიშნული ჩანაწერები ადასტურებს,  #53-ე საჯარო სკოლაში არსებული სიტუაცია გარკვეული ჯგუფების მიერ იმართება“, ისმის კითხვა, წავა კი მინისტრი დათმობაზე და აღსდგება სასწავლო პროცესი?

ქეთი ხაჟალია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: