ელისო ჩაფიძე საზმაუს ბორდის იმპიჩმენტს ითხოვს

ელისო ჩაფიძე საზმაუს ბორდის იმპიჩმენტს ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე არ გამორიცხავს, რომ უმრავლესობამ საზოგადოებრივი  მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს იმპიჩმენტის საკითხი დაყენოს. ამ განცხადებით ჩაფიძე, საზმაუ-ს ბორდის წევრებისთვის უფლებამოსილების შენარჩუნების შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გაადწყვეტილებას გამოეხმაურა.

საპარლამენტო პრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად , ახალ კანონში საკმარისი მექანიზმებია, რათა ძველმა სამეურვეო საბჭომ, ან მისმა ცალკეულმა წევრებმა, ფუნქციონირება შეწყვიტოს. 

"არ გამოვრიცხავთ იმპიჩმენტსაც. გასულ წელს, სამწუხაროდ, ვერ აღმოვჩნდი უმრავლესობაში, როდესაც ვითხოვდი ზოგადად სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების საკითხი პარლამენტის წინაშე დამდგარიყო", - განაცხადა ცაფიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: