დაემშვიდობეთ ჭიაკოკონობას! ანუ „როგორ ზრუნავს“ ჩვენს ჯანმრთელობაზე მთავრობა

დაემშვიდობეთ ჭიაკოკონობას! ანუ „როგორ ზრუნავს“ ჩვენს ჯანმრთელობაზე მთავრობა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,  საბურავების და პლასტიკური მასალების დაწვაზე კონტროლს ამკაცრებს.

 დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში, ტრადიციულად ე.წ. „ჭიაკოკონობაზე" კოცონის დასანთებად  ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ, რაც  ქალაქებსა და რეგიონებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.

„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა. გარდა იმისა, რომ იქმნება ხანძარსაშიში ვითარება, რეზინის საბურავების, ფოთლების და პლასტიკური მასალების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში, ბინძურდება ატმოსფერული ჰაერი, ნიადაგი.

განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავები, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი“ - აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და  დაჯარიმებას, 400-დან 600 ლარამდე გამოიწვევს.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: