რა "მარგალიტებს" ველოდოთ ეკა კვესიტაძისგან?!

რა "მარგალიტებს" ველოდოთ ეკა კვესიტაძისგან?!

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ სკანდალურად დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებელი და შეიძლება ითქვას, რომ არხიდან გაანთავისუფლეს, ის 7 თვის განმავლობაში მოწყდა აქტიურ ჟურნალისტიკას. უმუშევარმა ტელეწამყვანმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა,  საკუთარი "დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი" დაეარსებინა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან გააფორმა ხელშეკრულება.
"გადაცემა იქნება ანალიტიკური, საგამოძიებო თემები იქნება წინა პლანზე წამოწეული და აბსოლუტურად ყველა  იმ საკითხს განვიხილავთ,რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გადაცემას "განსხვავებული აქცენტები" ერქმევა. ვფიქრობ,ძალიან საინტერესო გამოვა" - განაცხადა კვესიტაძემ.
ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რა ინტერვალით გავა კვესიტაძის გადაცემა სატელევიზიო ეთერში და როდის დაიწყება იგი, თუმცა, როგორც კულუარებში ამბობენ, თვეში ერთხელ, ან - ორჯერ გავა.
რა სიახლეებს შესთავაზებს ეკა კვესიტაძე მაყურებელს და რამდენად საინტერესო თემებით იქნება შეჯერებული მისი გადაცემა, ეს უკვე მალე გაირკვევა.
გიორგი საკარული

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: