კაცი ცხენს ვერ ერეოდა, უნაგირს ამტვრევდაო! ანუ სად იყავი აქამდე, ინგა?!

კაცი ცხენს ვერ ერეოდა, უნაგირს ამტვრევდაო! ანუ სად იყავი აქამდე, ინგა?!

სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, როცა რადიო "აფხაზეთის ხმის" ექსკლუზივი წავიკითხე.
არ ვიცი, ვისთვის რამდენად საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის სასიყვარულო ისტორიები თუ ორმაგი ქორწინებები, მაგრამ, როცა სკანდალური ინფორმაციის მოპოვებაზე გაქვს პრეტენზია, როგორც მინიმუმ, ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდეს!
ივანიშვილთან მიმართებაში ინგა პავლოვას სახელმა და გვარმა ამ რამდენიმე თვის წინ გაიჟღერა. მავანი ცდილობს ქართველი მილიარდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაქინაციებში გამოიჭიროს და "სამარცხვინო ბოძზე" გააკრას, მაგრამ, სხვა საკითხია რამდენად გამოსდის ეს - მითუმეტეს, ბრალდება ივანიშვილის პირად ცხოვრებას ეხება და არც მეტი და არც ნაკლები, 20 წლის წინანდელ პიკანტურ ისტორიას ახმოვანებს!
ძნელია მტკიცება, იყო თუ არა ინგა პავლოვა ივანიშვილის ოფიციალური მეუღლე, თუ იგი მხოლოდ ფორმალური რეგისტრაციით იყო შემოფარგლული, მაგრამ, სად იყო აქამდე ქალბატონი პავლოვა - რატომ არ ითხოვდა მორალურ კომპენსაციებს თავისი "ყოფილი" მეუღლის არაჯენტლმენური საქციელის გამო. ხომ არ არის ეს ყველაფერი ვიღაცის მიერ დაკვეთილი იაფფასიანი ავანტიურა, რომელსაც სკანდალური გაგრძელება ნამდვილად არ მოჰყვება?!
ანდრო კოლხიდელი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: